კომპანიის შესახებ
შ.პ.ს. „დაჩი 98“ დაარსდა 1998 წლის 26 აგვისტოს. მისი დამფუძნებლები არიან: ბატონი ტარიელ სოხაძე და თეიმურაზ ვედიაშვილი. კომპანიის საქმიანობის სფეროა თერმო ჩაჩების, ლამინირებული ჩაჩების, ცქრიალა ღვინოების მიუზლის, ღვინისა და კონიაკის საცობების წარმოება-რეალიზაცია. ასევე კომპანია ეწევა ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური ალუმინის საცობების რეალიზაციას.თავდაპირველად მოხერხდა სპეციალური დანადგარების შეძენა რომელიც უზრუნველყოფდა თერმო ჩაჩების წარმოებას.გარკვეული პერიოდის შემდგომ წარმოებულ საქონელზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 2001 წელში კომპანიამ გადაწყვიტა შეეძინა ახალი დანადგარი. 2004 წელს განხორციელდა ახალი დანადგარის შეძენა და ამავე წელს კომპანიამ გადაწყვიტა წარმოების სფეროს გაფართოება და შეიძინა პორტუგალიური AZEVEDOS-ს ფირმის კორპის საცობების გადამამუშავებელი სპეციალური მანქანა-დანადგარები, რომელიც უზრუნველყოფს კორპის საცობების საბოლოო დამუშავებას. 2006 წლამდე კომპანიის განვითარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ავიდა, მაგრამ 2006 წლის ემბარგოს და 2008 წლის ომის შემგომ, კომპანიამ დაიწყო სტაბილური მაგრამ შეზღუდული რაოდენობის პროდუქციის გამოშვება რომელიც გრძელდებოდა 2012 წლამდე. 2009 წელს წარმოების სფეროს გაფართოების მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა შეეძინა გერმანული დანადგარი SCHNEIDER-ის ფირმის, რომელიც აწარმოებს ცქრიალა ღვინის ბოთლის
მიუზლს.

2013 წელს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების ფონდის დახმარებით კომპანიას მიეცა შესაძლებლობა აეღო სესხი საკმაოდ დაბალ პროცენტში. ხარისხის და წარმადობის გაზრდის მიზნით 2013 წელს კომპანიამ გადაწყვიტა შეეძინა ძვირად ღირებული გერმანული EMMENDINGER-ის ფირმის მრავალ ფუნქციური დანადგარი. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აღნიშნული დანადგარის მეშვეობით კომპანიას მიეცა შესაძლებლობა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის ლამინირებული ჩაჩები, რასაც მანადმე ვერ ახერხებდა. ამავე წელს მოხერხდა კონიაკის საცობისა და პლასტმასის თავის შემაწებებელი, მაღალი ხარისხისა და მაღალი წარმადობის პორტუგალიური SERSAN-ის ფირმის დანადგარის შეძენა. 2014 წელს დივერსიფიკაციის თავიდან ასარიდებლად კომპანიამ გადაწყვიტა თერმო და პოლილამინატის ჩაჩის კიდევ ერთი მსგავსი დანადგარის შეძენა. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია როგორც ხარისხზე ასევე სტაბილურობაზე, იგი მარაგდება ევროპის სხადასხვა ქვეყნების გამოცდილი და წამყვანი კომპანიების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ სხადასხვა სახის ნედლეულით მომარაგებას. ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანიას აქვს შემუშავებული თითოეულ კლინტთან ინდივიდუალური მიდგომის გეგმა, ეს ყოველივე კი მიუთითებს ჩვენი კომპანიის განვითარების და პარტნიორებთან სტაბილური ურთიერთობების გარანტიას.